თავში

ბენქსის პარიზში მოპარული ნამუშევარი ნაპოვნია

​ბენქსის პარიზში მოპარული ნამუშევარი ნაპოვნია
ბენქსის პარიზში მოპარული ნამუშევარი ნაპოვნია

იტალიელმა კარაბინერებმა აღმოაჩინეს ცნობილი ქუჩის მხატვრის, ბენქსის ნამუშევარი, რომელიც პარიზში მოიპარეს. ნახატი საკონცერტო დარბაზ "ბატაკლანის" სათადარიგო გასასვლელის კარზე იყო განთავსებული.

ნახატი ბენქსიმ 2015 წლის 13 ნოემბრის ტერაქტის მსხვერპლის ხსოვნას მიუძღვნა. ის "ბატაკლანის" კარზე 2018 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მაშინვე ბენქსიმ მისი სურათი "ინსტაგრამზე" განათავსა.

ქალაქ აკვილის პროკურატურა, სადა ნახატი აღმოაჩინეს, ხუთშაბათს პრესკონფერენციას გამართავს და აღმოჩენის შესახებ დეტალურად მაშინ ისაუბრებს.

ნახატის პოვნა იტალიელი და ფრანგი ძალოვნების ერთობლივი ოპერაციის შედეგად მოხერხდა.

გაზეთი la Repubblica წერს, რომ ნახატი დაზიანებული არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system