თავში

Benksy-მ ლონდონში მაღაზია გახსნა

Benksy-მ ლონდონში
Benksy-მ ლონდონში მაღაზია გახსნა

ინკოგნიტო street art- არსტისტი ბენსკი ლონდონში მაღაზიას ხსნის, სადაც შესვლა არასდროს შეგეძლებათ. ვიტრინებში სინათლე 24 საათის განმავლობაში იქნება ანთებული და გამვლელები შიგნით განთავსებულ ექსპონატებს მხოლოდ გარედან დაათვალიერებენ. 

მაღაზიაში, რომლის სახელწოდება „მთლიანი შიდა პროდუქტი“, ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შემორჩენილი სამაშველო ჟილეტები იყიდება, რომლებიც ქალებს ბერძნულ მიგრანტთა ბანაკებში ყოფნისას ეცვათ.

ბენსკი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისალოცი ბარათების კომპანიასთან არსებული დავის გამო მიიღო. ის მაღაზიას იმიტომ გახსნის, რომ კომპანიამ მისი ნამუშევრები კომერციული მიზნებისთვის გამოიყენა და გაყიდვა სცადა. ხელოვანი იძულებული გახდა, საკუთარი სავაჭრო ნიშანი და მაღაზია გაეხსნა რათა, დაპატენტება თავიდან აერიდებინა.

მაღაზიაში განთავსებული ნივთების შეძენა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი და ყველა ნამუშევარს, ხელმოწერილი საღებავის ქილიდან დაწყებული და აგურისგან დამზადებული ხელჩანთით დასრულებული, 10 ფუნტი ეღირება.

ამ პროდუქტების გაყიდვუთ მიღებული შემოსავალი კი ახალი მიგრანტული სამაშველო გემის შეძენას მოხმარდება, რომელიც იტალიის ხელისუფლების მიერ ჩამორთმეულს ჩაანაცვლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system