თავში

ბერლინი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით შეშფოთებულია

​ბერლინი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევოთებული
ბერლინი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით შეშფოთებულია

გერმანია აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმიზ დარღვევის რაოდენობის გაზრდით შეშფოთებულია, ასევე იმ ფაქტით, რომ დაპირისპირების ყველა მხარე უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეა ზასემ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბერლინი ძალიან შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების ინტენსივობის გაზრდით, ასევე უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რომლის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები დაბომბვისა და ერთი ჯარისკაცის დაღუპვისა და მეორეს დაჭრის საპასუხოდ Bayraktar ტიპის დრონი გამოიყენა", - აღნიშნა მან.

მან აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიამ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და მძიმე იარაღის გამოყენების რიცხვის ზრდა დააფიქსირა, რაც რუსეთისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილ მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დონბასში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის გამოყენება დაადასტურა.

"2021 წლის 26 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის ბრძანებით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, Bayraktar-ის უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი პირველად გამოიყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system