თავში

ბერლინის კედლის ქვეშ მდებარე გასაქცევი გვირაბის დათვალიერება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება

ბერლინის კედლის ქვეშ მდებარე გასაქცევი
ბერლინის კედლის ქვეშ მდებარე გასაქცევი გვირაბის დათვალიერება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება

ბერლინის გაერთიანებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ გერმანიის საზღვართან მდებარე კედლის ქვეშ არსებული საიდუმლო გვირაბის დათვალიერების საშუალება საზოგადოებას პირველად ექნება.

ბერნაუერის ქუჩაზე, კედლის მთავარ მემორიალთან ახლოს მდებარე გვირაბი ბერლინის მერმა, მიჰაელ მიულერმა დღეს გახსნა. მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც 70 მეტრი სიგრძის გვირაბის გათხრა 1970-იანი წლების ბოლოს კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანიის მიერ კედლის აგებიდან 9 წლის თავზე დაიწყო. 

გვირაბი ხალხის იმ ჯგუფმა ააშენა, რომლებსაც დასავლეთ ბერლინში გადასვლა მეგობრებისა და ოჯახის წევრების სანახავად სურდათ, მაგრამ მათ გვირაბით სარგებლობა დიდი ხნით ვერ შეძლეს, რადგამ გერმანელმა ჯარისკაცებმა მის შესახებ რამდენიმე დღეში შეიტყვეს და გვირაბი გაანადგურეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბერლინის მერმა, მიჰაელ მიულერმა აღნიშნა: „დიდებულია იმის ნახვა, რომ ადამიანები თავისუფლებისთვის მიწისქვეშაც კი იბრძოდნენ.“

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system