თავში

ბერლინის ლაბორატორიებს COVID-19-ზე აღებულ ნიმუშებს დრონები მიაწვდიან

ბერლინის ლაბორატორიებს COVID-19-ზე აღებულ ნიმუშებს დრონები მიაწვდიან
ბერლინის ლაბორატორიებს COVID-19-ზე აღებულ ნიმუშებს დრონები მიაწვდიან

კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია Matternet ბერლინის ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებს ისეთ დრონებს გადასცემს, რომელსაც COVID-19-ის ტესტის გადატანა შეეძლება. ამის შესახებ ABC News წერს.

გერმანიის ლაბორატორიებში იმედოვნებენ, რომ ახალი პროექტი გაამართლებს და დრონები კორონავირუსზე აღებულ ტესტებისა და სხვა საჭირო ნიმუშების გადატანის დროს შეამცირებს და სამედიცინო მუშაკებს ქალაქში გადატვირთულ მოძრაობას თავიდან აარიდებს.

ცნობილია, რომ დრონებს ლაბორატორიამდე 11 კილომეტრის გავლა მოუწევთ. ოფიციალური პირების განცხადებით, ტესტირების ნიმუშის გადატანის დროს 1 საათიდან 10 წუთამდე შემცირდება. საბოლოოდ, ინოვაციურ პროექტზე დიდი იმედებს ამყარებენ და ამბობენ, რომ დრონები ბერლინის 6 წერტილიდან ლაბორატორიას რეგულარულად მიაწვდიან ნიმუშებს.

"მთელი თემა დრო შედეგამდე ნამდვილად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს COVID-19-ის ინფექციის ეჭვი, აუცილებელია სწრაფად შეძლონ ლაბორატორიებმა ადამიანის ინფიცირების დადგენა, რადგან პიროვნებამ განსაზღვროს და სწრაფად შეძლოს თვითიზოლაციაში გადასვლა, ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება", - განაცხადა ბერლინის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, კლაუს ტენინგმა.

კომპანიის თქმით, თითოეულ მარშრუტზე იფრენს ორი დრონი, რომელსაც, თეორიულად, 24 საათის განმავლობაში შეუძლია ფრენა. თითოეული დრონი, სულ მცირე, 40 ნიმუშს გადაიტანს. ეს არა მხოლოდ COVID-ის ტესტების ტრანსპორტირებას შეეხება, არამედ ნებისმიერს ანალიზს, რომელიც ლაბორატორიაში შემოწმებას საჭიროებს.

გერმანიის დაავადებათა კონტროლის სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში 175 ლაბორატორია არსებობს. მათი ინფორმაციით, COVID-19-ზე ყოველ კვირას მილიონზე მეტი PCR ტესტი ტარდება.

"პანდემიით გამოწვეულმა საგანგებო სიტუაციამ შეიძლება უფრო სწრაფი ცვლილებები და ინოვაციები მოახდინოს", - განაცხადა ტენინგმა

Matternet უკვე მუშაობს მსგავსი სისტემის დრონების მიწოდებაზე შვეიცარიასა და ამერიკაში, თუმცა ბერლინი ევროკავშირში პირველი იქნება, ვისაც მსგავსი სისტემის დრონები ექნება. კომპანია დრონების ამოქმედებას 30 დეკემბრიდან ელოდება.

Matternet-ის დირექტორის განცხადებით, ძრავის მოულოდნელად ჩამოვარდნის შემთხვევაში, დრონებს პარაშუტი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ მისი დაზიანების შანსი ძალიან მცირეა.

"ისინი თვითონ დაფრინავენ და მიჰყვებიან წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს, შემდეგ კი ავტომატურად ბრუნდებიან დანიშნულების ადგილზე", - განაცხადა Matternet-ის პროექტის მენეჯერმა.

ინოვაციური კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, კონკრეტული დრონების გამოყენება შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადატანისთვისაც, რადგან დრონებს აქვთ ტემპერატურის მაკონროლებელი სისტემა, რომელიც საჭიროა ვაქცინისთვის. თუმცა ცნობილია, რომ ამ ეტაპზე დრონების გამოყენება ვაქცინისთვის არ იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system