თავში

ბერლინის სამეფო სასახლეში ხანძარია

ბერლინის სამეფო სასახლეში ხანძარია
ბერლინის სამეფო სასახლეში ხანძარია

ხანძარი გაჩნდა ბერლინის სამეფო სასახლეში. ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქის სახანძრო სამსახურმა დაწერა Twitter-ზე. მათი ცნობით, ცეცხლი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც რესტავრაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ სამშენებლო მასალები და ასფალტის საქვაბე აალდა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებაც. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 80-მდე თანამშრომელია მობილიზებული. 

ბერლინის პოლიცია აცხადებს, რომ ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენას არ ვარაუდობენ, თუმცა, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ ფაქტს შეისწავლიან. 

რესტავრაცია ბერლინის სამეფო სასახლეში 2012 წელს დაიწყო. აქ განთავსებული იქნება მუზეუმი და კულტურული ცენტრი. მისი გახსნა რამდენიმე წელიწადში იგეგმება. სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 644 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system