თავში

ბერლინში ახალი აეროპორტი გაიხსნა

ბერლინში ახალი აეროპორტი გაიხსნა
ბერლინში ახალი აეროპორტი გაიხსნა

გერმანიაში, 31 ოქტომბერს, ახალი, ვილი ბრანდტის სახელობის, ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

გამოცემის ცნობით, აეროპორტის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. თავდაპირველად დაიგეგმა, რომ აეროპორტი ექსპლუატაციაში 2011 წლის ოქტომბერში შევიდოდა. თუმცა, სხვადასხვა ტექნიკური და სამშენებლო ხარვეზების გამო, აეროპორტის გახსნის თარიღი სულ ექვსჯერ გადაიდო.

2013 წელს ობიექტის ინვენტარიზაციის დროს აეროპორტში დაახლოებით 120 ათასი ხარვეზი გამოვლინდა. ხარვეზების გამოსწორებას რვა წელი დასჭირდა. ამის შედეგად, აეროპორტის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა, რომლისთვისაც თავდაპირველად 2 მილიარდი იყო განსაზღვრული, 7 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system