თავში

ბერლინში კომენდანტის საათი ცხადდება

​ბერლინში კომენდანტის საათი ცხადდება
ბერლინში კომენდანტის საათი ცხადდება

ბერლინში 2 აპრილიდან კომენდანტის საათი გამოცხადდება. შეზღუდვა საღამოს 21 საათიდან დილის 5 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მიხაელ მიულერმა განაცხადა.

მიულერის თქმით ბერლინელებს აღდგომის დღესასწაულებზე შეხვედრის უფლება მხოლოდ დღისით, კომენდანტის საათის დაწყებამდე და ისიც გარკვეული შეზღუდვებით ექნებათ. დახურულ სივრცეში მხოლოდ ორი ოჯახის - მაქსიმუმ 5 ადამიანის შეკრება იქნება ნებადართული. 6 აპრილიდან ეს რეგულაცია კიდევ უფრო გამკაცრდება და მხოლოდ ერთ ოჯახს პლიუს ერთი ადამიანის შეკრება იქნება ნებადართული.

8 აპრილიდან შეზღუდვები შეეხება საბავშვო ბაღებსაც. დაწესებულებები გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებენ მხოლოდ იმ ბავშვებისთვის, ვისი მშობლებიც სოციალურად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system