თავში

ბერლინში ლიბიის კრიზისთან დაკავშირებული კონფერენცია გაიმართა

ბერლინში ლიბიის კრიზისთან დაკავშირებული კონფერენცია გაიმართა
ბერლინში ლიბიის კრიზისთან დაკავშირებული კონფერენცია გაიმართა

ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით დღეს ბერლინში მსოფლიო ლიდერები იმსჯელებენ. მათ შორის იქნებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. 

კონფერენციაზე მიწვეულია ორი დაპირისპირებული მხარეც. ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მეთაური, ფაიზ სარაჯი და ლიბიის ჯარის ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებზე, რომელიც რუსეთში გაიმართა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვერ შედგა. 

კონფერენციის გამო ბერლინში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მოვლენას 800-მდე ჟურნალისტი გააშუქებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system