თავში

ბერლინში საპროტესტო აქციაზე 5 სამართალდამცავი დაშავდა

ბერლინში საპროტესტო აქციაზე 5 სამართალდამცავი დაშავდა
ბერლინში საპროტესტო აქციაზე 5 სამართალდამცავი დაშავდა

ბერლინში კოროვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ეზღუდვების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე ხუთი სამართალდამცავი დაშავდა.

გერმანიის რამდენიმე ქალაქში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ახალი კორონავირუსის შემაკავებელ ზომებს აპროტესტებენ, მათი განცხადებით დაწესებული შეზღუდვები არღვევს მათ უფლებებსა და თავისუფლებას.

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ამ დროისათვის დაკავებულია აქციის 300-მდე მონაწილე. დემონსტრაციაში მონაწილეობას ყოველდღიურად ათასობით მოქალაქე იღებს. თუმცა, მთავრობის დადგენილებით, 50-ზე მეტი პირის ერთად შეკრება აკრძალულია, რის გამოც აქციები, როგორც წესი, პატარ-პატარა ჯგუფებად იმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და კონტრდაზვერვა, მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აქციებს მემარჯვენე რადიკალები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system