თავში

ბერლინში საპროტესტო აქციის 60 მონაწილე დააკავეს

ბერლინში საპროტესტო აქციის 60 მონაწილე დააკავეს
ბერლინში საპროტესტო აქციის 60 მონაწილე დააკავეს

გერმანიაში, ბერლინში პოლიციამ საპროტესტო აქციის 60 მონაწილე დააკავა, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

სააგენტოს ცნობით, მოქალაქეებმა დაარღვიეს მთავრობის მიერ დაწესებული დისტანცირების შეზღუდვა, რომელიც 50-ზე მეტი პირის შეკრებას კრძალავს და ამასთან პირებს შორის 2 მეტრიანი დაშორების დაცვას განამტკიცებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ პოლიციელებს. ორი სამართალდამცავი მსუბუქად დაშავდა.

გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 6 მაისიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება, თუმცა ძირითადი აკრძალვები 5 ივნისამდე იმოქმედებს.

გერმანიაში კორონავირუსით 177,850 პირია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვი 8,216-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system