თავში

ბერნი სანდერსის ფოტო ინტერნეტს იპყრობს - PHOTO

ბერნი სანდერსის ფოტო ინტერნეტს იპყრობს
ბერნი სანდერსის ფოტო ინტერნეტს იპყრობს - PHOTO

ამერიკელი სენატორის, ბერნი სანდერსის ფოტო, რომელიც ინაუგურაციაზე გადაუღეს, ინტერნეტს იპყრობს. 

საქმე ისაა, რომ ბერნი სანდერსის უბრალო ხეთათმანი უჩვეულო სანახავი იყო ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, როგორიც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაა. ერთჯერადი პირბადე კი სურათს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის.

თავად ბერნის თქმით, ასეთი ხელთათმანი რაიმე სიმბოლურ დატვირთვას არ ატარებს, უბრალოდ ის თბილია და პრაქტიკული, ისევე როგორც ერთჯერადი პირბადე. 

"ვერმონტში ჩვენ ვიცით რას ნიშნავს სიცივე და ჩვენ დიდად არ გვაღელვებს კარგი მოდა, ჩვენ მხოლოდ გათბობა გვსურს", - განაცხადა სანდერსმა. 

როგორც გამოცემა PEOPLE აღნიშნავს, ხელთათმანი ბერნი სანდერს ვერმონტელმა მასწავლებელმა ჯენა ელისმა მოუქსოვა. 

”მადლობა ბერნის ხელთათმანებით დაინტერესებისთვის! ეს მართლაც საოცარი და ისტორიული დღე იყო. მე უბედნიერესი ვარ, რომ ბერნიმ ისინი ინაუგურაციაზე ჩაიცვა”, - წერს ელისი Twitter- ზე.

აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის დროს, მართლაც საკმაოდ ციოდა. ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსი ცელსიუსი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system