თავში

ბეტონი, რომელიც ბზარებს თავად ივსებს

ბეტონი, რომელიც ბზარებს თავად ივსებს
ბეტონი, რომელიც ბზარებს თავად ივსებს

სხვადასხვა მასშტაბის ნაგებობებზე, ბეტონის დაზიანებული სტრუქტურის შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ბეტონი გარემოსთვის ზიანის მომტანია, რადგან ცემენტის წარმოების დროს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

როგორც ჩანს მომავალში ყველაფერი შეიცვლება, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეცნიერებმა შექმნეს ბეტონი, რომელიც სპეციალური ფერმენტის მეშვეობით ბზარებს თავად აღიდგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ბეტონი, ტრადიციულისგან განსხვავებით, ნახშირორჟანგს გამოყოფის ნაცვლად, შთანთქავს.

ამას ადამიანის სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ფერმენტით, ნახშირბადის ანჰიდრაზით ახერხებს, რომელიც ბიოლოგიური კატალიზატორია. აღნიშნული ნივთიერების ზედაპირის დასკდომისას ეს ცილა ატმოსფერულ CO2-თან შედის ურთიერთქმედებაში და კალციუმის კარბონატის კრისტალების წარმოქმნის, რომლებიც ნაპრალებში არსებულ სიცარიელეს ავტომატურად ავსებენ.

კვლევები უშვენებს რომ, მათ რამდენიმე მილიმეტრიანი ბზარების აღდგენას მხოლოდ 24 საათი მოანდომეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system