თავში

ბევრი პარტნიორის ყოლა განქორწინების შანს ამცირებს

​ბევრი პარტნიორის ყოლა განქორწინების შანს ამცირებს
ბევრი პარტნიორის ყოლა განქორწინების შანს ამცირებს

დიდ ბრიტანეთში ნოთინჰემის, ბრისტოლისა და სუონსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ქალებისა და მამაკაცებისთვის ყოფილი სექსუალური პარტნიორების იდეალური რიცხვი გამოავლინეს.

18-დან 35 წლამდე 800 მამაკაცისა და ქალის გამოკითხვის შედეგად მათ დაადგინეს, რომ ქალებიც და კაცებიც თვლიან, რომ მეუღლისთვის ოპტიმალურია წარსულში სამი სექსუალური პარტნიორის ყოლა.

ამასთან, აღმოჩნდა, რომ მამაკაცი, რომელსაც წარსულში 6 და მეტი პარტნიორი ჰყავდა, ქალებისთვის ნაკლებად მიმზიდველია. მამაკაცები კი უფრო ლოიალურები აღმოჩნდნენ და საშუალოდ განაცხადეს, რომ 11-მდე სექსუალური პარტნიორის ყოლაში ცუდს ვერაფერს ხედავენ.

ამასთან, კვლევის ავტორები დასახელებულ სტანდარტებს თავად ნაკლებად აკმაყოფილებდნენ. მამაკაცებს საშუალოდ 8 პარტნიორი ჰყავდათ, ქალებს კი - 5.

ამასთან გაირკვა, რომ სექსუალურ პარტნიორთა რაოდენობაზე განქორწინების ალბათობაცაა დამოკიდებული.

კერძოდ, ქალები, რომლებსაც ქორწინებამდე სამიდან 9 სექსუალურ პარტნიორამდე ჰყავდა, განქორწინებაზე გაცილებით უფრო იშვიათად მიდიოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ერთი-ორი სასიყვარულო რომანი ჰქონდა. ამრიგად, ბრიტანელი მეცნიერების თქმით, გაცილებით უფრო სტაბილურ ოჯახებს ის წყვილები ქმნიან, რომლებსაც წარსულში მეტი პარტნიორი ჰყავდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system