
ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს და დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
განცხადება ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურმა დღეს თავის ვებ-გვერდზე განათავსა.
”2021 წლის მესამე კვარტალში დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი აღმასრულებელი თავმჯდომარის მოვალეობას თანამდებობაზე iგადაინაცვლებს, ხოლო მის ადგილს ენდი ჯესი დაიკავებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.