თავში

ბეზოსი ჟურნალისტსა და შეფმზარეულს 100 მილიონ დოლარს შესწირავს

​ბეზოსი ჟურნალისტსა და შეფმზარეულს 100 მილიონ დოლარს შესწირავს
ბეზოსი ჟურნალისტსა და შეფმზარეულს 100 მილიონ დოლარს შესწირავს

Amazon-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში გაფრენის შემდეგ განაცხადა, რომ CNN-ის ჟურნალისტს, ვან ჯონსსა და შეფმზარეულს, ხოსე ანდრესს დააჯილდოვებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბეზოსი "მამაცობისა და ზრდილობისთვის" მათ 100 მილიონ დოლარს გადასცემს.

”ჩვენ გვჭირდება გამაერთიანებლები და არა ცილისმწამებლები. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ბოლომდე კამათობენ და მკაცრად მოქმედებენ იმის მიხედვით, რისიც სჯერათ. მაგრამ ისინი ამას ყოველთვის თავაზიანად აკეთებენ და არასოდეს ესხმიან თავს ადამიანებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ეს ასე ხშირად არ ხდება. მაგრამ ჩვენ გვაქვს მისაბაძი მაგალითები”, - განაცხადა ბეზოსმა.

CNN–ის კორესპონდენტმა ვან ჯონსმა ჯილდოს კომენტირებისას განაცხადა, რომ ”ზოგჯერ ოცნებები ახდება”.

შეფ-მზარეულმა ანდრესმა, რომელიც მთელ მსოფლიოში გაჭირვებულთა გამოსაკვებად ძალისხმევას არ იშურებს, თქვა, რომ მხოლოდ ჯილდო "სამყაროს ვერ გააძღობს", თუმცა "ეს ჩვენთვის ახალი თავის დასაწყისია".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system