თავში

ბეზოსის კომპანიამ NASA-ს სასამართლოში უჩივლა

​ბეზოსის კომპანიამ NASA-ს სასამართლოში უჩივლა
ბეზოსის კომპანიამ NASA-ს სასამართლოში უჩივლა

ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კომპანიამ Blue Origin აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) სასამართლოში უჩივლა. მიზეზი ის გახდა, რომ სააგენტომ მთვარის მოდულის მშენებლობის კონტრაქტი ილონ მასკის SpaceX-ს გადასცა. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.

კერძოდ, Blue Origin NASA-ს ტენდერის ჩატარების დროს მისი წინადადებების "უკანონო და შეუსაბამო" შეფასებაში ადანაშაულებს. კომპანიის განცხადებით, გაფორმებულ ხელშეკრულებაში "სერიოზული პრობლემებია" და ის უსამართლოა.

NASA-მ სასამართლო სარჩელს 12 ოქტომბრისთვის უნდა უპასუხოს.

სარჩელზე კომენტარს კომპანია SpaceX ჯერ არ აკეთებს.

ცნობისთვის, მილიარდერმა ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა NASA-ს 2 მილიარდ დოლარამდე ხარჯების დაფარვა შესთავაზა, თუ მისი კომპანია Blue Origin მთვარის დაშვების მოდულის დამზადებაზე კონტრაქტს მიღებს. აშშ-ის მთავრობამ მისი წინადადება არ მიიღო და მთვარეზე გაფრენისთვის კოსმოსური მოდულის შექმნა და მომსახურება SpaceX-ს დაუკვეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system