თავში

ბეზოსის ყოფილი ცოლი სკოლის მასწავლებელზე დაქორწინდა

ბეზოსის ყოფილი ცოლი სკოლის მასწავლებელზე დაქორწინდა
ბეზოსის ყოფილი ცოლი სკოლის მასწავლებელზე დაქორწინდა

ამაზონის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტი, სკოლის მასწავლებელზე, დენ ჯუეტზე დაქორწინდა.

ცნობილია, რომ 50 წლის ქალის რჩეული სიეტლის კერძო სკოლაში ასწავლის. ქორწილი საჯარო არ ყოფილა.

ჯუეტმა აღნიშნა, რომ ის მთელი ცხოვრება მასწავლებლად მუშაობდა. მისი თქმით, ამან მას ასწავლა ყველანაირი რესურსის გაცემა: დროის, ენერგიის, მატერიალური ქონების.

"მე ცხოვრების უმეტეს პერიოდში მასწავლებელი ვიყავი. ახლა, ბედნიერი ვარ, რადგან დაქორწინებული ვარ ერთ-ერთ ყველაზე კეთილშობილ ადამიანზე და მას ვუერთდები მის მოწოდებას, რომელიც სხვების დახმარებისთვის კოლოსალური ფინანსური კაპიტალის გადაცემას ითვალისწინებს", - განაცხადა სკოტის მეუღლემ.

2020 წლის სექტემბერში მაკენზი სკოტის ქონება 68 მილიარდ დოლარად შეფასდა, რის გამოც ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახადა. ამასთან, Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, მისი კაპიტალი 53,5 მილიარდი დოლარია, რაც მსოფლიო მილიარდერების საერთო რეიტინგში 22-ე ადგილს შეესაბამება.

ბეზოსი და სკოტი 2019 წლის ზაფხულში გაეყარნენ. ბეზოსმა სკოტს Amazon-ის აქციების 4% გადასცა, რომელიც 38,3 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system