თავში

ბიძაჩემი არასტაბილურია, ის დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას - მერი ტრამპი

ბიძაჩემი არასტაბილურია, ის დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას - მერი ტრამპი
ბიძაჩემი არასტაბილურია, ის დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას - მერი ტრამპი

"ბიძაჩემი არასტაბილურია, ის დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას", - აცხადებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ძმისშვილი, მერი ტრამპი. 

მერი ტრამპი, რომელიც ბიძამისის მიმართ ყოველთვის კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, კაპიტოლიუმში 6 იანვარს მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.

"ყველა, ვინც კაპიტოლიუმში შეიჭრა უნდა დააკავონ. მათ ჩვენი დემოკრატიის საფუძვლები შეურაცხყვეს“, - აცხადებს მერი ტრამპი.

ჯერ კიდევ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე, მერი აცხადებდა, რომ ბიძამისის დამარცხების შემთხვევაში, ის წაგებას მარტივად არ აღიარებდა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებდა. 

მერი ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში დონალდ ტრამპი ყველანაირად შეეცდება საქმე თავის სასიკეთოდ შემოატრიალოს.

”ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია და წამზომი ჩართულია”, - განაცხადა მერი ტრამპმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system