თავში

ბილ და მელინდა გეითსების შვილმა მშობლების გაყრაზე ისაუბრა

​ბილ და მელინდა გეითსების შვილმა მშობლების გაყრაზე ისაუბრა
ბილ და მელინდა გეითსების შვილმა მშობლების გაყრაზე ისაუბრა

ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის უფროსმა შვილმა, ჯენიფერმა მშობლების გაყრის შესახებ ისაუბრა. პოსტი მან Instagram-მში განათავსა.

"მე ჯერ კიდევ ვსწავლობ, ამ დროს უკეთესად როგორ შევინარჩუნო მოქმედებები და ემოციები, როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების, მადლობელი ვარ, რომ ამისთვის სივრცე მაქვს", - განაცხადა მან.

ამასთან, ჯენიფერის თქმით, მეტი კომენტარის გაკეთებას ის არ აპირებს. მან აუდიტორიას თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, მელინდა გეითსს ეყრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system