თავში

ბილ გეითსი ახალი შტამების თავიდან აცილების გზას ასახელებს

ბილ გეითსი ახალი შტამების თავიდან აცილების გზას ასახელებს
ბილ გეითსი ახალი შტამების თავიდან აცილების გზას ასახელებს

Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეითსის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამების თავიდან აცილება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, მისი გადაცემის შემცირებით არის შესაძლებელი. 

"საუკეთესო გზა ახალი ვარიანტების გაჩენის თავიდან ასაცილებლად ვირუსის გადაცემის შეჩერებაა", - წერს Microsoft-ის დამფუძნებელი.

გეითსი, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსის გავრცელების ამსახველ ანიმაციასაც აქვეყნებს. 

ბიზნესმენის განცხადებით, ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი მოქალაქეები სრულად არ არიან დაცული კორონავირუსის გადაცემისგან. ამიტომ გეითსი საზოგადოებას მოუწოდებს, ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი დაიცვან ჯანდაცვის სექტორის მიერ დაწესებული შეზღუდვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system