თავში

ბილ გეითსი - როგორი გახდება ცხოვრება პანდემიის შემდეგ

ბილ გეითსი - როგორი გახდება ცხოვრება პანდემიის შემდეგ
ბილ გეითსი - როგორი გახდება ცხოვრება პანდემიის შემდეგ

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა ის 6 გლობალური ცვლილება დაასახელა, რომელიც მსოფლიოს პანდემიის დასრულების შემდეგ ელოდება. მილიარდერი დარწმუნებულია, რომ პანდემია ძირეულად შეცვლის ბიზნესის წარმოებასა და სამუშაო სექტორს.

1. დისტანციური შეხვედრები ნორმად იქცევა

ბილ გეითსის მოსაზრებით, პანდემია რადიკალურად შეცვლის მიდგომებს შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისადმი. გეითსის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობისა და ბიზნეს მოლაპარაკებებისათვის პარტნიორების პირადად შეხვედრა საჭირო აღარ იქნება, სამომავლოდ მოლაპარაკებების დისტანციურ რეჟიმში გამართვა ნორმად იქცევა.

2. დაინერგება მრავალი ახალი კომპიუტერული პროგრამა

Microsoft-ის დამფუძნებელი ასევე პროგნოზირებს, რომ ონლაინ კომუნიკაციის საშუალებები და პროგრამები კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება.

3. ოფისებს რამდენიმე კომპანია გაინაწილებს

გეიტსის თქმით, დისტანციური მუშაობის პრინციპები, რომლებიც სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, კომპანიებს ახალ სტანდარტს შესთავაზებს.

ბიზნესმენის განცხადებით, კომპანიები თანამშრომლების ნაწილს დისტანციურ რეჟიმზე დატოვებენ, ოფისში გათავისუფლებულ ფართს კი სხვა კომპანიებს მიაქირავებენ. შედეგად, ერთ ოფისში რამდენიმე კომპანია ერთად მოიყრის თავს.

4. დიდი ქალაქებიდან მაცხოვრებლები მცირე დასახლებებში გადავლენ

ბილ გეითსი აღნიშნავს, რომ ვინაიდან, თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე იმუშავებს, მათ სამსახურში სიარული არ მოუწევთ და დიდი ქალაქებიდან საცხოვრებლად მშვიდ და წყნარ ადგილებში გადავლენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის გამო, რომ ადამიანები დისტანციურად შეძლებენ მუშაობას, მათ აღარ დასჭირდებათ ამისათვის დიდ ქალაქებში ცხოვრება. ადამიანებს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება შეეძლებათ, საზოგადოების ნაწილი კი მოგზაურობას აირჩევს.

5. სამყარო ჩვეულ ცხოვრებას დიდხანს არ დაბრუნდება

გეიტსი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა არ გულისხმობს იმას, რომ კორონავირუსი გაქრება. გეითსის განცხადებით, დაავადება არსად გაქრება და მომავალში ახალი კერებიც გამოჩნდება. ეს არ ნიშნავს, რომ სამყარო სამუდამოდ დარჩება საკარანტინო მდგომარეობაში, მაგრამ შესაძლებელი იქნება პანდემიასთან გამკლავება.

6. შემდეგი პანდემია ნაკლებად საზიანო იქნება

გეითსი იმედოვნებს, რომ შემდეგ პანდემიას მსოფლიო გაცილებით მომზადებული დახვდება.

”მთავარი მიზეზი, რის გამოც მომავალი პანდემიები ნაკლებად დამანგრეველი იქნება, არის ის, რომ ჩვენ უფრო მომზადებულები დავხვდებით. მეორედ, ჩვენ ასე სულელები არ ვიქნებით “, - აცხადებს ბილ გეითსი.

ცნობისთვის, ბილ გეითსმა ხუთი წლის წინ TED-ის გამოსვლისას, იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოს პანდემია ელოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system