თავში

ბილ გეითსი სამსახურებრივი რომანების გამო სკანდალში გაეხვა

ბილ გეითსი სამსახურებრივი რომანების გამო სკანდალში გაეხვა
ბილ გეითსი სამსახურებრივი რომანების გამო სკანდალში გაეხვა

მილიარდერ ბილ გეითსს ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ქორწინებაში იყო, Microsoft-ის რამდენიმე თანამშრომელთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

გამოცემის ცნობით, Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1992 წელს გეითსს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა კომპანიის ერთ-ერთ მენეჯერთან.

გარდა ამისა, როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, 2000-იანი წლების დასაწყისში გეითსს  ურთიერთობა Microsoft-ის სხვა თანამშრომელთანაც ჰქონდა, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა.

ამასთან, 2008 წელს მილიარდერს ელექტრონული ფოსტით კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა ფლირტი და მას სამუშაო საათების შემდეგ შეხვედრას სთავაზობდა. 

მას შემდეგ, რაც გეითსის სასიყვარულო ისტორიები ცნობილი გახდა, Microsoft-ის ტოპ მენეჯერებმა მას მოსთხოვეს თანამშრომლებთან არასაქმიანი ურთიერთობები შეეწყვიტა. როგორც გამოცემა წერს, სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, გეითსი ამაზე დათანხმდა. 

შეგახსენებთ, ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, მელინდა გეითსს გაშორდა.

გამოცემა The Wall Street Journal წყვილის დაშორების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.

გეითსის მეუღლემ, მელინდა გეითსმა, ბიზნესმენთან განქორწინების შემდეგ 3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system