თავში

ბილ გეითსი: საუკეთესო შემთხვევაში პანდემია 2022 წელს დასრულდება

ბილ გეითსი: საუკეთესო შემთხვევაში პანდემია 2022 წელს დასრულდება
ბილ გეითსი: საუკეთესო შემთხვევაში პანდემია 2022 წელს დასრულდება

Microsoft–ის ტექნოლოგიური კორპორაციის დამფუძნებლის ბილ გეითსის განცხადებით, საუკეთესო შემთხვევაში COVID-19-ის პანდემია 2022 წელს დასრულდება. ამის შესახებ მილიარდერმა Fox News–თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როდის დარეგულირდებოდა ეპიდვითარება მსოფლიოსა და ამერიკაში, ბილ გეითსმა უპასუხა, რომ თუ 2021 წლის დასაწყისისთვის ვაქცინა დამტკიცდება, მაშინ შეერთებულ შტატებში ვითარება მომავალ ზაფხულს ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.

”ეპიდემია, საუკეთესო შემთხვევაში, 2022 წელს დასრულდება. თუმცა, გლობალური მიდგომის შემთხვევაში მაჩვენებელი (ინფექციის გავრცელების) 2021 განმავლობაში დაიწევს. მადლობა ღმერთს, რომ ვაქცინების განვითარების ტექნოლოგიები უკვე არსებობს, ასევე გვაქვს დაფინანსებაც და კომპანიებმა საუკეთესო სპეციალისტები გამოყვეს. ამიტომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ეს ყველაფერი სამუდამოდ არ გაგრძელდება", - განაცხადა ბილ გეითსმა.

მისივე თქმით, პანდემიის დროს მსოფლიოში ვაქცინაციის დონე 14%-ით დაეცა, ”განადგურდა ის პროგრესი, რაც წინა 20 წლის განმავლობაში იყო”. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system