თავში

ბილ გეითსი: ვაქცინა უნდა მიიღონ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება

ბილ გეითსი: ვაქცინა უნდა მიიღონ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება
ბილ გეითსი:  ვაქცინა უნდა მიიღონ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება

ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი თვლის, რომ  კოროვირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ რიგში, გაჭირვებულებმა უნდა მიიღონ, და არა მათ, ვინც ამის სანაცვლოდ მეტი თანხის გადაიხდის. 

”თუ ჩვენ დავუშვებთ წამლებისა და ვაქცინების გადანაწილებას მათ სასარგებლოდ, ვინც უფრო მეტ თანხას გადაიხდის და არა იმ ხალხის სასარგებლოდ,  ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ჩვენ უფრო ხანგრძლივ, უსამართლო და მომაკვდინებელ პანდემიას მივიღებთ", - განაცხდა ბილ გეითსმა.

ივლისის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნისნა, რომ კორონავირუსის ვაქცინები პლანეტის მთლიანი მოსახლეობისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. 

ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა ხელმძღვანელობენ საქველმოქმედო ფონდს, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროსაც განვითარებად ქვეყნებში საშიში დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ფონდმა  კოროვირუსის ვაქცინის შესამუშავებლად და გაჭირვებული ქვეყნების დასახმარებლად 300 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system