თავში

ბილ გეითსმა COVID-19-ის დასრულების პროგნოზი გააკეთა

​ბილ გეითსმა COVID-19-ის დასრულების პროგნოზი გააკეთა
ბილ გეითსმა COVID-19-ის დასრულების პროგნოზი გააკეთა

მილიარდერი ფილანტროპის, Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის პროგნოზით, ამერიკელები მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში შეძლებენ ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაუბრუნებას, თუმცა კორონავირუსის დასამარცხებლად და გლობალური პანდემიის დასასრულებლად, დიაგნოსტირების ახალი მეთოდის მიგნება და ვაქცინის შემუშავებაა საჭირო. 

ბილ გეითსის ფონდი მუშაობს ვაქცინაზე, რომლის შექმნას 18 თვე დასჭირდება. ეს იქნება ან თერაპიული საშუალება, რომელსაც 95%-იანი ეფექტი ექნება, ან ფართოდ გავრცელებული პრეპარატი. ჯერჯერობით კი ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილი უნდა იყოს და ცხოვრების ჩვეულებრივ წესთან დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია.

ბილ გეითსმა COVID-19-თან საბრძოლველად 100 მილიონი გადარიცხა. „ტვიტერის“ დამფუძნებელმა, მეცენატმა ჯეკ დორისმა კი ამ ფონდში მილიარდი დოლარი ჩარიცხა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system