თავში

ბილ გეითსმა ორი ახალი კატასტროფა იწინასწარმეტყველა

ბილ გეითსმა ორი ახალი კატასტროფა იწინასწარმეტყველა
ბილ გეითსმა ორი ახალი კატასტროფა იწინასწარმეტყველა

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელი და ამერიკელი ფილანთროპი ბილ გეითსი, რომელმაც პანდემია, ჯერ კიდევ 2015 წელს იწინასწარმეტყველა, მსოფლიო მოსახლეობას ორი ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. 

2015 წელს ბილ გეითსმა პლატფორმა TED-ის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ სამყაროს უახლოეს წლებში ომზე უფრო საშიში კატასტროფა, ვირუსული პანდემია ელოდა. 

YouTube-ის არხ Viritasium-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბილ გეითსმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კლიმატის ცვლილებები და ბიოტერორიზმი კაცობრიობის მთავარ საფრთხედ იქცევა. 

"პირველი მათგანი არის კლიმატის ცვლილება. ყოველწლიურად, ამ პრობლემის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ახლა, პანდემიის დროს გვაქვს", - აღნიშნა ბიგ გეითსმა.  

"მაიკროსოფტის" დამფუძნებლის განცხადებით, მეორე საფრთხეს ბიოტერორიზმი წარმოადგენს და მის მიმართ ფრთხილად უნდა იყოთ. 

"მას, ვისაც ზიანის მიყენება სურს, შეუძლია შექმნას ვირუსი. ამის საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე ბუნებრივად გამოწვეული ეპიდემიებისა", - განაცხადა 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system