თავში

ბილი აილიშმა ფილმი გამოაქვეყნა, რომელშიც ტანსაცმელს იხდის - VIDEO

​ბილი აილიშმა ფილმი გამოაქვეყნა, რომელშიც ტანსაცმელს იხდის
ბილი აილიშმა ფილმი გამოაქვეყნა, რომელშიც ტანსაცმელს იხდის - VIDEO

ამერიკელმა მომღერალმა, ბილი აილიშმა "ინსტაგრამზე" მოკლემეტრაჟიანი ფილმი "Not my responsibility" ("ჩემი პასუხისმგებლობა არ არის") განათავსა. ფილმში ის "ჰეითერებს" მიმართავს, რომლებიც მას გარეგნობისთვის აკრიტიკებენ.

რგოლი მაიამიში გამართული კონცერტის დროს გადაიღეს და აჩვენეს. ის მარტის დასაწყისში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაიმართა, რომელიც მოგვიანებით ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. ახლა ვიდეოს ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

აილიში ბნელ ოთახში ზის და ნელ-ნელა ტანსაცმლის გახდას იწყებს, შემდეგ კი წყალში წვება.

პარალელურად ის "ბოდიშეიმინგზე" საუბრობს.

"თქვენ ხომ არასოდეს გინახავთ ჩემი სხეული. თუმცა მაინც მკიცხავთ. რატომ? თქვენ ადამიანებზე ვარაუდს მათი ფიგურის მიხედვით ქმნით. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, ბევრი ტანსაცმელი მეცმევა, თუ ცოტა? ამას რა მნიშვნელობა აქვს", - ამბობს ბილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system