თავში

ბილი ალიშმა "გრემის" ოთხივე წამყვან ნომინაციაში გაიმარჯვა

ბილი ალიშმა "გრემის" ოთხივე წამყვან ნომინაციაში გაიმარჯვა
ბილი ალიშმა გრემის ოთხივე წამყვან ნომინაციაში გაიმარჯვა

თინეიჯერმა მომღერალმა ბილი ალიშმა "გრემის" ოთხივე ძირითად ნომინაციაში - "ალბომი", "წლის სიმღერა", "წლის რეკორდი" და "საუკეთესო ახალი არტისტი" გამარჯვება მოიპოვა. 18 წლის ახალბედა ბილის დებიუტი, თავისი უნიკალური ხმითა და ახალი ალბომით "When We All Fall Asleep, Where Do We Go?" შედგა, ხოლო მისი ჰიტ სინგლი "Bad Guy" წლის რეკორდად და სიმღერად დასახელდა. მთლიანობაში, მან ხუთი ჯილდო მიიღო. იგი ისტორიაში მეორე ადამიანი და ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ერთსა და იმავე ღამით, ოთხივე ძირითადი გრემი მოიგო. 

აილიშმა, რომელიც თავისი მწვანე თმითა და ფერადი სამოსითაა გამორჩეული, ალბომი ძმასთან, ფინეასთან ერთად, ლოს-ანჯელესის სახლის საძინებელში დაწერა. ფინეასმა ასევე მოიგო გრემი ნომინაციაში: "წლის არაკლასიკური პროდუსერი". 

ბილიმ ამ წელს სრული აჟიოტაჟი გამოიწვია და ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს გადაუსწრო, როგორებიც არიან არიანა გრანდე, ტეილორ სვიფტი და რეპერი პოსტ მელონი. 

ჩვენ ეს ალბომი გრემის მოსაპოვებლად არ დაგვიწერია. ეს დეპრესიის, სუიციდური აზრებისა და გარემოს ცვლილების შესახებ გადმოცემისთვის გავაკეთეთ. ჩვენ აქ დაბნეული და მადლობელი ვდგავართ ”-, თქვა ფინეასმა, როდესაც წყვილმა ჯილდოები მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system