თავში

ბიოლოგიის სკოლის დავალებამ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

ბიოლოგიის სკოლის
ბიოლოგიის სკოლის დავალებამ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

ინგლისის ქალაქ იფსვიჩის მკვიდრი, 43 წლის ჯონათან ჯენკინი თავის ქალიშვილს, ალისს ბიოლოგიაში საშინაო დავალებების შესრულებაში დაეხმარა. მამაკაცის თქმით, მათ  ლიმფური სისტემის თემა შეისწავლეს. 

მამამ გადაწყვიტა, შვილისთვის საკუთარ თავზე ეჩვენებინა, თუ სად არის ლიმფური კვანძები და შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ერთი მათგანი ძალიან გადიდებული იყო. ჯენკინი ექიმთან მივიდა. დადგინდა, რომ მას პირის ღრუს კიბო ჰქონდა. მამაკაცმა თერაპია წარმატებით გაიარა და მთლიანად განიკურნა.  

ინგლისელი ხუმრობს, რომ მას შემდეგ, რაც კიბო დაამარცხა, ხალხს რჩევას აძლევს: "ყოველთვის დაეხმარე შვილებს საშინაო დავალების მომზადებაში". 

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system