თავში

ბიოლოგმა ახალ აღმოჩენილ მწერს "კორონავირუსი" დაარქვა

ბიოლოგმა ახალ აღმოჩენილ მწერს "კორონ
ბიოლოგმა ახალ აღმოჩენილ მწერს კორონავირუსი დაარქვა

კოსოვოელი ბიოლოგი ჰალილ იბრაჰიმი მიიჩნევს, რომ პანდემიის შეზღუდვები არც ისე ცუდი იყო.  ეს დრო მან საკუთარი კვლევა დასრულებისთვის გამოიყენა. მან მოახდინა საზოგადოების მეტად ინფორმირება მდინარის აუზების დაბინძურების შესახებ და ახალი სახეობის მწერიც კი აღმოაჩინა, რომელსაც ვირუსის სახელი დაარქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს. 

44 წლის იბრაჰიმმა, მის მიერ კოსოვოში აღმოჩენილ ენდემური სახეობის მწერს Potamophylax coronavirus-ი უწოდა. ისინი სხვა მწერებთან შედარებით პატარები არიან და განსხვავებულ ჰაბიტატში ცხოვრობენ, კერძოდ კი მაღალმთიან ზონებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე.

თავისი კვლევის დროს, იბრაჰიმმა ასევე შეამჩნია, რომ მდინარე ლუმბარდი და დეჩანიტი, სადაც ახალი სახეობა იქნა ნაპოვნი, ბოლო წლებში სერიოზულად დაბინძურდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო.

”დაბინძურება ისეთივე გავლენას ახდენს მდინარეებში მცხოვრებ სახეობებზე, როგორსაც კორონავირუსი კაცობრიობისთვის,” - თქვა იბრაჰიმმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კოსოვოში გარემოსდაცვითი მდგომარეობა გაუარესდა. გაიზარდა სამშენებლო, სატრანსპორტო და სამრეწველო დაბინძურება. ამასთან მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს მცირე ჰესების პოპულარიზაციისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system