თავში

ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილი ვირუსს საპნით ამარცხებს - VIDEO

ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილი ვირუსს საპნით ამარცხებს
ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილი ვირუსს საპნით ამარცხებს - VIDEO

ბიონსესა და ჯეი ზის უფროსმა ქალიშვილმა ადამიანებს აჩვენა, თუ რატომ არის ხელის დაბანა ასე მნიშვნელოვანი სხვადასხვა ვირუსებთან, მათ შორის "COVID-19-თან" ბრძოლისთვის. 

გოგონამ ექსპერიმენტი სახლში ჩაატარა და მისი ამსახველი ვიდეო ბებიამ, თინა ნოულსმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 

თვალსაჩინოებისთვის ბლუ აივი კარტერმა თეფში გამოიყენა, რომელიც წყლით აავსო და შიგნით შავი წიწაკა ჩაყარა, რათა ამით ვირუსი წარმოედგინა. მან საპნიანი წყლით ხელები დაიმუშავა, შემდეგ კი თითი მის ცენტრში მოათავსა, წიწაკები კი თეფშის კიდეების გასწვრივ, ხელის შეხების გარეშე, მაშინვე გაიფანტა. 

"ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად. ავად გახდებით, თუ თქვენი ხელები დაბინძურებული იქნება",- ამბობს ბლუ აივი კარტერი. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system