თავში

BioNTech-ის გენერალური დირექტორი პრესტიჟულ პრემიას მიიღებს

​BioNTech-ის გენერალური დირექტორი პრესტიჟულ პრემიას მიიღებს
BioNTech-ის გენერალური დირექტორი პრესტიჟულ პრემიას მიიღებს

გერმანული კომპანია BioNTech-ის გენერალური დირექტორი უღურ შაჰინი და მისი მეუღლე, სამედიცინო კვლევების დირექტორი ოზლემ თურეჯი 2022 წელს პაულ ერლიხისა და ლუდვიგ დარმშტადტერის პრესტიჟულ პრემიას მიიღებენ. ინფორმაციას პაულ ერლიხის ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ავრცელებს.

წყვილის გარდა 2022 წელს პრემიის ლაურეატი უნგრელი ბიოქიმიკოსი კატალინ კარიკოც იქნება, რომელიც BioNTech-ს 2013 წელს შეუერთდა. ჯილდოს ის "პროფილაქტიკური და თერაპიული მიზნებისათვის მატრიცული mRNA-ს შემუშავებისთვის" მიიღებს.

”ძალიან ეფექტური კორონავირუსის ვაქცინის წარმოუდგენლად სწრაფი შემუშავება, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, SARS-CoV2 პანდემიის გავრცელების შეჩერებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, უდიდეს წარმატებად იქცა", - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

დაჯილდოვების ცერემონია, ტრადიციულად, 2022 წლის 14 მარტს, ნობელის პრემიის ლაურეატის, პაულ ერლიხის დაბადების დღეს, მაინის ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესიაში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system