თავში

BioNTech სინგაპურში შტაბსა და ქარხანას გახსნის

BioNTech სინგაპურში შტაბსა და ქარხანას გახსნის
BioNTech სინგაპურში შტაბსა და ქარხანას გახსნის

გერმანული კომპანია BioNTech სინგაპურში ახალ ქარხანას ააშენებს. ამ გადაწყვეტილებით მათ სურთ, უზრუნველყონ mRNA ვაქცინების გლობალური მიწოდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პოტენციური პანდემიის შემთხვევაში, ასევე აწარმოონ ინფექციური დაავადებებისა და კიბოს სხვა მედიკამენტები. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ახალი დაწესებულება ყოველწლიურად ასობით მილიონი დოზა mRNA ვაქცინის წარმოებას შეძლებს. ობიექტი ექსპლუატაციაში 2023 წელს ჩაბარდება.

ცნობილია, რომ გასულ წელს კომპანიამ შტაბ-ბინა აშშ-ში გახსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system