თავში

ბიტკოინი შესაძლოა სალვადორში ოფიციალურ ვალუტად გამოცხადდეს

ბიტკოინი შესაძლოა სალვადორში ოფიციალურ ვალუტად გამოცხადდეს
ბიტკოინი შესაძლოა სალვადორში ოფიციალურ ვალუტად გამოცხადდეს

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

სალვადორის პრეზიდენტის განცხადებით, მათ სურთ ბიტკოინი ქვეყანაში ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადონ. 

ნაიბ ბუკელეს სურვილის განხორციელების შემთხვევაში, სალვადორი გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კრიპტოვალუტას ოფიციალური სტატუსი მიენიჭება.

ამჟამად ქვეყანას ეროვნული ვალუტა არ გააჩნია და ფინანსური ოპერაციებისთვის აშშ-ის დოლარს იყენებს.

ბუკელეს განმარტებით, ბიტკოინის ვალუტად აღიარება საზღვარგარეთ მომუშავე სალვადორელებს სამშობლოში ფულადი გზავნილების განხორციელებას გაუადვილებს.

პრეზიდენტის აცხადებს, რომ ბიტკოინის ვალუტად აღიარების კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირის განმავლობაში გადაგზავნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system