თავში

ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ინტერნეტ პორტალი CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კრიპტოვალუტის ღირებულება ამ დროისათვის 59 198 აშშ დოლარს აღწევს.

განახლებული მონაცემებით, კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება საფონდო ბირჟაზე 4,74%-ით გაიზარდა.

ბიტკოინის ღირებულების რეკორდულ ზრდას ბირჟის ანალიტიკოსები კომპანია Tesla-ს მიერ კრიპტოვალუტაში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციას უკავშირებდნენ.

Mastercard-ის ოპერაციები, შეიძლება, კრიპტოვალუტითაც შესრულდეს. როგორც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, რაჯ დამოდარანი, განმარტავს, კომპანიის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს Mastercard-ის ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system