თავში

Black Hawk-ის ვერტმფრენის ჩამოვარდნისას გვარდიის 3 წევრი დაიღუპა

ვერტმფრენი კატასტროფა
Black Hawk-ის ვერტმფრენის ჩამოვარდნისას გვარდიის 3 წევრი დაიღუპა

აშშ-ში, მინესოტაში, UH-60 Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის 3 წევრი დაიღუპა. ტრაგედია სენტ-ქლაუდის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე მოხდა.

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მათ დღის 2 საათზე დაკარგეს კავშირი ვერტმფრენთან და მისი ძებნა მიმდინარეობდა. სამხედროები საცდელ ფრენას ასრულებდნენ. ვერტმფრენთან ბოლო კავშირი აეროპორტიდან 10 მილის დაშორებით დამყარდა.

დაღუპული UH-60 Black Hawk-ის ნაწილები მინესოტას შტატში, კიმბალის მიდამოებში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system