თავში

ბლინკენმა და სტოლტენბერგმა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს

​ბლინკენმა და სტოლტენბერგმა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე
ბლინკენმა და სტოლტენბერგმა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს
© NATO

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. მოლაპარაკებების დროს მხარეებმა უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების ქმედებები განიხილეს. ამის შესახებ აშშ-ის დიპლომატიური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

”ბრიუსელში ვიზიტის წინა დღეს, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრების გასწვრივ და ოკუპირებულ ყირიმში ძალის აგრესიული ზრდა შეაჩეროს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის წესრიგში ასევე ავღანეთის საკითხები და NATO-ს მომავალი სამიტი იყო. მხარეებმა ავღანეთში მშვიდობის დამყარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system