თავში

ბლინკენმა ჯანმო-ს ხელმძღვანელთან COVID-19-ის წარმომავლობა განიხილა

​ბლინკენმა ჯანმო-ს ხელმძღვანელთან COVID-19-ის წარმომავლობა განიხილა
ბლინკენმა ჯანმო-ს ხელმძღვანელთან COVID-19-ის წარმომავლობა განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ტედროს ადანომ გებრეისუს შეხვდა და მასთან კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპი განიხილა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს "თანამშრომლობის შესაძლებლობები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირებისა და გაძლიერების მიზნით".

ბლინკენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმებს კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დამატებითი კვლევების ჩატარების შესახებ.

"მან აღნიშნა, რომ კვლევების მომდევნო ეტაპი უნდა იყოს დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, ჩატარდეს ექსპერტების ხელმძღვანელობით და ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი”, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პირველ ფაზას გარკვეული პრობლემები შეექმნა. ერთ-ერთ პრობლემად მან დაასახელა "მონაცემებზე წვდომა, განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისის მონაცემებზე".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system