თავში

Bloomberg: კიდევ ბევრი პანდემია იქნება

​Bloomberg: კიდევ ბევრი პანდემია იქნება
Bloomberg: კიდევ ბევრი პანდემია იქნება

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მიმართ მთავრობების უმეტესობა მოუმზადებელი აღმოჩნდა, არადა ეპიდემიოლოგები უკვე ათწლეულებია აფრთხილებენ, რომ დამანგრეველი ეპიდემია ზღურბლზეა. ჩავი ჭირისა და ყვავილით დაწყებული, ესპანური გრიპით და აივ-ით დამთავრებული - ისტორია სავსეა პანდემიებით, რომლებმაც კაცობრიობის განვითარება შეცვალა, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მედიცინის პროგრესმა ამ გამოწვევებთან ბრძოლას ხელი შეუწყო, თუმცა თანამედროვე ცხოვრების სხვა ასპექტებმა, როგორიცაა ტყეების ჩეხვა, ურბანიზაცია და ინტენსიური აგრარული მრეწველობა, ახალი ინფექციების სახეობების გაჩენას შეუწყო ხელი.

Bloomberg წერს, რომ მსოფლიოს კიდევ ბევრი პანდემია ელის. ახალი დაავადებები მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ვაჭრობისა და საჰაერო მოგზაურობის უპრეცედენტო განვითარების წყალობით ვრცელდება.

რაც შეეხება ახალ დაავადებებს, ბოლო 4 ათასწლეულის განმავლობაში საშუალოდ სამი პათოგენი გაჩნდა. 75 პროცენტი ადამიანს ცხოველისგან გადაედო. ამას ზოონოზებს უწოდებენ. ითვლება, რომ ახალი კორონაირუსის, COVID-19-ის, ასევე SARS, MERS, ებოლასა და კიდევ რამდენიმე ვირუსის პირველწყარო, ღამურებია. საფრთხე უფრო მაღალი კი ღამურების დიდი რაოდენობითაა განპირობებული.

ზოონოზების გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად მეცნიერები იმას ასახელებენ, რომ ადამიანები ბუნებრივ ეკოსისტემაში იჭრებიან. გლობალური მოსახლეობა იზრდება და ველურ ტერიტორიებს ითვისებს. 2017 წელს ადამიანებისგან თავისუფალი ტერიტორია პლანეტაზე 23 პროცენტით შემცირდა.

მეორე ფაქტორი გარეული ცხოველების საკვებად გამოყენებაა. ამ მიზნით ვაჭრობის მოცულობა იზრდება. ხშირად ასეთი ცხოველების დაკვლა სანიტარული ზომების დარღვევით ხდება. მაგალითად, ჩინეთში ასეთი ბაზრებს SARS ვირუსის გავრცელებას უკავშირებენ.

მესამე ფაქტორი ურბანიზაციაა. მსოფლიო მოსახლეობის 55 პროცენტამდე ქალაქებში ცხოვრობს. 1960 წელს ეს მაჩვენებელი 34 პროცენტს შეადგენდა.

პანდემიების თავიდან ასარიდებლად ექსპერტები უფრო ეფექტური მონიტორინგის რეკომენდაციით გამოდიან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას ითხოვენ. მათი თქმით, წინასწარ უნდა იყოს შეფასებული რისკები იმ დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც ცხოველთა სამყაროში არსებობს, რათა ტესტებისა და ვაქცინების პროტოტიპების წარმოება უფრო ეფექტური იყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system