თავში

Blue Origin-მა სასამართლო წააგო

​Blue Origin-მა სასამართლო წააგო
Blue Origin-მა სასამართლო წააგო

სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია Blue Origin-ის სარჩელი აშშ-ის მთავრობის წინააღმდეგ,რომელიც მან NASA-ს გადაწყვეტილების გამო შეიტანა. ინფორმაციას Space.com ავრცელებს.

კომპანიამ სარჩელი იმის გამო შეიტანა, რომ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულიმა სამმართველომ NASA-მ მთვარის მოდულის მშენებლობის კონტრაქტი ილონ მასკის SpaceX-ს გადასცა.

მოსამართლის გადაწყვეტილების კომენტირებისას Blue Origin-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარჩელში კომპანიის მიერ წამოჭრილი საკითხები აუცილებლად უნდა გადაწყდეს.

კომპანიაში ჯერ არ ამბობენ, აპირებენ თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

ცნობისთვის, ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კომპანიამ Blue Origin აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) სასამართლოში უჩივლა. მიზეზი ის გახდა, რომ სააგენტომ მთვარის მოდულის მშენებლობის კონტრაქტი ილონ მასკის SpaceX-ს გადასცა.

მანამდე მილიარდერმა ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა NASA-ს 2 მილიარდ დოლარამდე ხარჯების დაფარვა შესთავაზა, თუ მისი კომპანია Blue Origin მთვარის დაშვების მოდულის დამზადებაზე კონტრაქტს მიღებს. აშშ-ის მთავრობამ მისი წინადადება არ მიიღო და მთვარეზე გაფრენისთვის კოსმოსური მოდულის შექმნა და მომსახურება SpaceX-ს დაუკვეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system