თავში

ბობ დილანის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი აუქციონზე გამოიტანეს - PHOTO

ბობ დილანის სიმღერის ტექსტის
ბობ დილანის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი აუქციონზე გამოიტანეს  - PHOTO

ბობ დილანის ხელნაწერის ერთი გვერდი, რომელზეც "Blonde on Blonde-ს" ალბომში შესული სიმღერის ტექსტი წერია, მუსიკოსის ყველაზე პოპულარული ნამუშევარია. 1966 წლით დათარიღებული ხელნაწერი ლონდონის "Sotheby’s" აუქციონზე, ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. გაყიდვის პროცესი დღეს დაიწყო და 12 მაისს დასრულდება. სავარაუდო ფასი კი 12,000-15,000 აშშ დოლარი იქნება. 

ფურცელზე დაბეჭდილ ტექსტთან ერთად, დილანის ხელნაწერი ტექსტიც არის და მასზე, სავარაუდოდ, სიმღერის "Most Likely You Go Your Way and I’ll Go Mine" ტექსტის ისეთი მონაკვეთებია დაწერილი, რომელიც აქამდე არავის უნახავს და მოუსმენია. 

2014 წელს იგივე ალბომზე მუშაობისას გამოყენებული სხვა გვერდი გაიყიდა, რომელიც სიმღერის "Like a Rolling Stone" ტექსტის ხელნაწერს წარმოადგენდა. მასში $2 მილიონი გადაიხადეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system