თავში

"ბოკო ჰარამმა" ნიგერიაში მასობრივ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო

"ბოკო ჰარამმა" ნიგერიაში მასობრივ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო
ბოკო ჰარამმა ნიგერიაში მასობრივ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ბოკო ჰარამი“ ნიგერიის ჩრდილოეთში განხორციელებულ მასობრივ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო.

შეგახსენებთ, ნიგერიაში, ბორნოს შტატში ფერმერებზე თავდასხმის შედეგად, 110 ადამიანი დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა. თავდამსხმელებმა მომუშავე მშრომელი ხალხი ბრინჯის მინდვრებში მიაბეს და ყელი გამოჭრეს. 

ნიგერიაში "ბოკო ჰარამი“ 2009 წელს, დაჯგუფების ლიდერის, მუჰამედ იუსუფის დაღუპვის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო წლებში ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების მსხვერპლი 20 000 ადამიანი გახდა. "ბოკო ჰარამის" დაჯგუფება ძირითადად ნიგერიაში მოქმედებს, თუმცა, დროდადრო, თავდასხმებს მეზობელ სახელმწიფოებშიც, ნიგერსა და კამერუნშიც ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system