თავში

ბოლივიაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 5 ადამიანი

ბოლივიაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 5 ადამიანი
ბოლივიაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 5 ადამიანი

ბოლივიაში, ქალაქ პოტოსის ხევში მიკროავტობუსის გადავარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Xinhua ავრცელებს.

რეგიონალური პოლიციის მეთაურის განცხადებით, უბედური შემთხვევა შაბათს ნაშუადღევს მოხდა. მას შემდეგ რაც ავტობუსმა ლალაგუას სამთო სადგური პოტოსის მთავრობის თანამშრომლებით დატოვა.

"სამწუხაროდ, გზად მიკროავტობუსი გადავარდა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაზარალებული პოტოსის მთავრობის წარმომადგენლები არიან", - დასძინა მან.

ოფიციალური პირების განცხადებით, მიკროავტობუსი 100 მეტრ სიმაღლის ხევში გადავარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system