თავში

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

18 ოქტომბერს ბოლივიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მეთაურის გარდა, მოქალაქეები დღეს მრავალეროვნული საკანონმდებლო ასამბლეის 130 დეპუტატსა და 36 სენატორს აირჩევენ.

ბოლივიის მთავრობამ ხელახალი კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასული წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა. ბოლივიის უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ (WIS) გამარჯვებულად მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი გამოაცხადა. მისმა მთავარმა კონკურენტმა კარლოს მესამ არჩევნები ლეგიტიმურად არ სცნო და ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო. სამკვირიანი დემონსტრაციების შემდეგ, მორალესი გადადგა და ბოლივია დატოვა.

მორალესის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის ზედა პალატის მეორე ვიცე-სპიკერი ჟანინ აგნესი იკავებს. 

ბოლივიის უმაღლესი საარჩევნო სასამართლოს ახალმა შემადგენლობამ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა და ახალი კენჭისყრა ჩანიშნა, რომლებიც თავდაპირველად 3 მაისს იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო 18 ოქტომბრამდე გადაიდო.

არჩევნებში მონაწილეობას სულ ექვსი კანდიდატი იღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system