თავში

ბოლივიაში სკანდალმა სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის შეცვლა გამოიწვია

​ბოლივიაში სკანდალმა სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის შეცვლა გამოიწვი
ბოლივიაში სკანდალმა სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის შეცვლა გამოიწვია

ბოლივიის პრეზიდენტმა ლუის არსემ სოფლის მეურნეობისა და ტერიტორიული განვითარების ახალი მინისტრად ედვინ რონალდ პერსარაიო დანიშნა. წინა მინისტრი სკანდალის ფონზე გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი teleSUR ავრცელებს.

ახალი მინისტრის დანიშვნის ცერემონიალის დროს, არსემ მთავრობას მოუწოდა, "დაიცვან ეთიკა, ზნეობა" და გამოიყენონ ყველა ნიჭი და შესაძლებლობა ქვეყნის აყვავებისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარი ფასეულობები, რაც პოლიტიკოსებმა უნდა აითვისონ, არის "ხალხის მსახურება".

”ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავშორდებით ეთიკას, ისევე როგორც პროგრესის ღირებულებებსა და პრინციპებს”, - განაცხადა ბოლივიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობისა და ტერიტორიული განვითარების ახალი მინისტრის წინამორბედი ვილსონ კასერესი კორუფციული სკანდალის გამო, იძულებული გახდა, დანიშვნიდან 22 დღის შემდეგ თანამდებობა დაეტოვებინა. კასერესმა პირველ მოადგილედ საკუთარი ცოლი დანიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system