თავში

ბოლივიის ექს-პრეზიდენტი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

ბოლივიის ექს-პრეზიდენტი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს
ბოლივიის ექს-პრეზიდენტი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

ბოლივიის ექს-პრეზიდენტი ჟანინ აგნესი დააპატიმრეს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ედუარდო დელკასტილომ Twitter-ზე განაცხადა.

ჟანინ აგნესის დაკავების ორდერი ბოლივიის პროკურატურის ანტიკორუფციულმა განყოფილებამ გასცა. აგნესს ტერორიზმი, ღალატი და შეთქმულება ედება ბრალად.

პოლიტიკური კრიზისი ბოლივიაში 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ დაიწყო. არჩევნებში ევო მორალესმა გაიმარჯვა. მისმა კონკურენტმა, ოპოზიციის კანდიდატმა კარლოს მესამ კენჭისყრის შედეგები არ ცნო. 

მასიური საპროტესტო აქციების ფონზე, მორალესმა ხელახალი არჩევნები დანიშნა. ქვეყნის სადავეები დროებით მმართველობაში სენატის მეორე ვიცე-სპიკერს ჟანინ აგნესს გადაეცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მასზე უფლებამოსილების გადაცემის კანონიერება. პოლიტიკური კრიზისის დაძაბვისთანავე, ქვეყნის მეთაურთან ერთად, თანამდებობა ქვეყნის ყველა ხელმძღვანელობამ დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი მექსიკაში მიიღო. 2020 წლის 8 ნოემბერს თანამდებობა გადააბარა მორალესის პარტიის წარმომადგენელს ლუის არსეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system