თავში

ბოლივუდის ქორეოგრაფი საროჯ ხანი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლივუდის ქორეოგრაფი საროჯ ხანი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბოლივუდის ქორეოგრაფი საროჯ ხანი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში, ბოლივუდის საუკეთესო ქორეოგრაფი, 71 წლის საროჯ ხანი გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით შეიყვანესю იყო ეჭვი, რომ მახ კორონავირუსი აქვს. თუმცა COVID-19 არ დაუდასტურდა. 

ბოლივუდის მსახიობი აკშაი კუმარი მწუხარებას გამოთქვამს და ამბობს - "ეს უზარმაზარი დანაკლისია ინდუსტრიისთვის”.

ხანმა სამსახიობო კარიერა ბოლივუდის ფილმში 3 წლის ასაკში დაიწყო. 1974 წლიდან იგი ქორეოგრაფიაში გადავიდა და ყველაზე პოპულარული ფილმების სიმღერებზე დასამახსოვრებელი და სახასიათო ცეკვები შექმნა.

საროჯ ხანს კარიერის განმავლობაში ფილმებისთვის 2000 ათასამდე ცეკვა აქვს დადგმული. მის ცეკვებს ასრულებდნენ ცნობილი მსახიობები მადჰური დიქსიტი და სრიდევი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system