თავში

ბოლტონი: ტრამპი მაკრონის მიმართ ანტიპათიით არის განწყობილი

ბოლტონი: ტრამპი მაკრონის მიმართ ანტიპათიით არის განწყობილი
ბოლტონი: ტრამპი მაკრონის მიმართ ანტიპათიით არის განწყობილი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს ახლო მეგობრებად მიიჩნევს, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართ ანტიპათიით არის განწყობილი, - წერს აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი თავის მოგონებებში, რომლის ნაწყვეტსაც ბრიტანული გამოცემა The Guardian აქვეყნებს.

ბოლტონის განცხადებით, ტრამპს მიაჩნია, რომ ყველაფერი, რაც მაკრონს ეხება "ნაგვად გადაიქცევა". The Guardian-ის ცნობით, ნაწყვეტში აღნიშნული არ არის ეს შეფასება თავად წიგნის ავტორს ეკუთვნის, თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ბოლტონი ასევე ირწმუნება, რომ ტრამპს არ უყვარს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონის მიერ დაწერილი წიგნის გამოქვეყნებას ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველის წიგნი აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს და მისი გამოქვეყნება და საჯაროდ განთავსება კანონს ეწინააღმდეგება. წიგნი, სახელწოდებით „თეთრი სახლის მემუარები“ მომავალ კვირას უნდა გამოვიდეს, თუმცა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მის აკრძალვას მოითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system