თავში

ბოლტონი: ტრამპი NATO-დან გასვლით იმუქრებოდა

​ბოლტონი: ტრამპი NATO-დან გასვლით იმუქრებოდა
ბოლტონი: ტრამპი NATO-დან გასვლით იმუქრებოდა

თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა 23 ივნისს გამოქვეყნებულ მემუარებში დაწერა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვებით იმუქრებოდა. ულტიმატუმის გაჟღერებას აშშ-ის პრეზიდენტი 2018 წლის NATO-ს სამიტზე გეგმავდა.

ტრამპი ალიანსის დანარჩენი წევრებისგან NATO-ს თავდაცვის ხარჯების გაზრდას ითხოვდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა ყოფილიყო. ამის სანაცვლოდ იგი მზად იყო ქვეყნებისთვის ალიანსის წინაშე დაგროვილი ვალი ეპატიებინა. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი გაზსადენის „ ჩრდილოეთის ნაკადი 2“ -ის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვდა, რომლის საშუალებითაც, რუსული გაზი გერმანიას უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიწოდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი NATO-დან გასვლით იმუქრებოდა. ტრამპმა რუსეთს ალიანსის მთავარი მტერი უწოდა და განაცხადა, რომ დაუშვებელი იყო რუსულ გაზზე მილიარდების ხარჯვა.

NATO-ს წევრები სანქციების ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ გერმანია რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ში მილიარდებს უხდის და ამით მხეცს კვებავს“, - განუცხადა ტრამპმა 2018 წელს ბოლტონს.

ამ ორი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი NATO-ს დატოვებას აპირებდა. ბოლტონის თქმით, მან შეძლო ტრამპის დარწმუნება, უარი ეთქვა ასეთი ულტიმატუმის წამოყენებაზე. ამის შემდეგ, ტრამპი ალიანსის წევრი ქვეყნების, რომლებიც ცოტას იხდიდნენ NATO-ს თავდაცვის ბიუჯეტში, მხოლოდ მკაცრი კრიტიკით შემოიფარგლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system